უბისის მონასტერი

უბისის სამონასტრო კომპლექსის უმთავრესი ნაგებობებია: 1. წმინდა გიორგი ეკლესია. IX საუკუნე; 2. 1141 წელს აგებული ოთსართულიანი კოშკი, მესვეტის სამყოფელი; 3. XII საუკუნის ძველი გალავნის ნაშთი; 4. სამრეკლო და სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობები.

1/3920/0001.jpg

უბისის მონასტერი

უბისის სამონასტრო კომპლექსის უმთავრესი ნაგებობებია:

1, წმინდა გიორგი ეკლესია. IX საუკუნე
2. 1141 წელს აგებული ოთსართულიანი კოშკი, მესვეტის სამყოფელი
3. XII საუკუნის ძველი გალავნის ნაშთი
4. სამრეკლო და სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობები.

უბისის მონასტერში, საუკუნეთა მანძილზე ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობისა და ხატწერის სკოლები. ანსამბლის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა წმინდა გიორგის ეკლესიის შიდა მოხატულობა, რომელიც შერსულებული უნდა იყოს XIV საუკუნეში მოღვაწე, დიდი ქართველი მხატვრის დამიანეს მოწაფის, გერასიმეს მიერ.

მოხატულობა საკმაოდ კარგადაა დაცული. მონასტრის ფრესკულ მხატვრობაში ვლინდება ახალი, უფრო რეალისტური მიმართულება. ფრესკებში წმინდანთა სახის გადაწყვეტაში ფიგურირებს ცხოვრებისეული მნერა, პეიზაჟი უფრო მეტად ემსგავსება ნამდვილს. ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება, სერობა, ხორცითა და სისხლით ზიარება.

ტაძრის სიახლოვეს დაცულია 1600-3200 ლიტრის ტევადობის ქვევრები, რომლებშიც მოსახლეობა წყალსა და ღვინოს ინახავდა.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით