ურბნისის სიონი

ურბნისის სიონი წარმართული ტაძრის ადგილას აშენებული ეკლესიაა. დიდი სამნავიანი ბაზილიკა V-VI საუკუნეთა მიჯნაზე აუგიათ. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა. ეკლესიას სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს მინაშენები ჰქონია.

1/4043/0001.jpg

ურბნისის სიონი

ურბნისის სიონი წარმართული ტაძრის ადგილას აშენებული ეკლესიაა. დიდი სამნავიანი ბაზილიკა V-VI საუკუნეთა მიჯნაზე აუგიათ. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა. ეკლესიას სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს მინაშენები ჰქონია. ეკლესიის თავდაპირველი ფენა, სუფთად გათლილი და სწორად ნაწყობი კვადრებითაა ნაგები. ფასადები თავდაპირველად მკაცრი და ასკეტური ყოფილა, მორთულობის გარეშე. 

IX საუკუნის დასასრულს, ტაძარი თევდორე ეპისკოპოსმა აღადგინა. XVI საუკუნეში დაზიანებული ეკლესიისათვის რესტავრაცია 1668 წელს მარიამ დედოფლის ბრძანებით ჩაატარეს, ხოლო 1706 წელს ქართლის მეფე ვახტანგ VI-მ სამრეკლო და ,,გალავან-პალატი“ ააგო. დღემდე მხოლოდ სამრეკლომ მოაღწია პირვანდელი სახით.

ურბნისში იყო დიდი ბიბლიოთეკა. აქაური ხელნაწერებიდან, ჩვენამდე მოაღწია უმნიშვნელოვანესმა ქმნილებამ „ურბნისის სახარებამ“, რომელიც X საუკუნეში გადაწერა ქართველმა კალიგრაფმა იოანე ტატანელმა. სახარება ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

საინტერესო ახლოს

კატალოგი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით