ვანის ქვაბები

მეუდაბნოების ხანაში დაარსებულ ვანის, ანუ ვაჰანის ქვაბებში, დღემდე დაცული ეკლესია მერვე საუკუნით თარიღდება. IX-XI საუკუნეებში, უდაბნოს ცენტრში წმინდა გიორგის ეკლესია და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფი გამოუკვეთიათ. 1089 წლის ძლიერმა მიწისძვრამ, დაანგრია ქვაბთა ნაწილი ტაძართან ერთად.

1/2511/0008.jpg

ვანის ქვაბები

მეუდაბნოების ხანაში დაარსებულ ვანის, ანუ ვაჰანის ქვაბებში, დღემდე დაცული ეკლესია მერვე საუკუნით თარიღდება. IX-XI საუკუნეებში, უდაბნოს ცენტრში წმინდა გიორგის ეკლესია და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფი გამოუკვეთიათ. 1089 წლის ძლიერმა მიწისძვრამ, დაანგრია ქვაბთა ნაწილი ტაძართან ერთად. 1191 წლისთვის, ის უკვე სამეფო მონასტერია. თამარის მეფობის ჟამს დაუწყიათ ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. 1204-1283 წლებში, ვანის ქვაბებს მხარგრძელ-თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა.

  1265 წელს აუგიათ წმინდა გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. ეს ადგილები 1551 წელს სპარსელებს, 1576 წელს კი ოსმალებს დაურბევიათ, რის შედეგადაც სამონასტრო ცხოვრება სრულიად შეწყვეტილა.

  ვანის ქვაბები, კლდეში თექვსმეტ სართულად ნაკვეთი ორასამდე გამოქვაბულია. სამონასტრო კომპლექსში შედის ექვსი ეკლესია, კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები, თავშესაფარი, საძვალე ეგვტერ-სამარხი და სამეურნეო დანიშნულების სათავსები. შემორჩენილია წყალმიმწოდებელი სისტემის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული მინაწერები. გამოვლენილია XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები.

  გამოქვაბულთა ბოლო სართულის კედლებზე, შემორჩენილია XV საუკუნის, აქ შეხიზნული ქალების მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები, სადაც გადმოცემულია ფრაგმენტები ძველი ქართული პროზაული და პოეტური ნაწარმოებებიდან.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით