ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი 1981 წელს შეიქმნა, თავად მუზეუმი კი 1985 წელს გაიხსნა აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივთ. მუზეუმ-ნაკრძალში შედის: ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და მუზეუმი.

1/3928/0006.jpg

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი 1981 წელს შეიქმნა, თავად მუზეუმი კი 1985 წელს გაიხსნა აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივთ.

  მუზეუმ-ნაკრძალში შედის: ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და მუზეუმი. მუზეუმში დაცულია აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი, ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან  I საუკუნის ჩათვლით.

  ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის, სკეპტუხიის ცენტრს, რომელმაც ძველი წელთაღრიცხვის III-I საუკუნეებში მიაღწია აყვავებას. ვანის ქალაქობის პერიოდში ორი უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა: ძვ.წ  VI-IV და ძვ.წ  III-I საუკუნეები. პირველ ეტაპს განეკუთვნება ხის საუკულტო და საცხოვრებელი ნაგებობები კლდეში გაჭრილი სამსხვერპლოებით, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი და მრავალი სამკაული. ვანის ქალაქობის მეორე ეტაპი ძვ.წ III საუკუნიდან იწყება. ვანი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხრების შედეგად აღმოჩენილი გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი. ნაპოვნია სხვადასხვა ზომის ქანდაკებები და ნიღბები, ბერძნული კერამიკა.

  ისტორიული ვანი ძვ.წ პირველი საუკუნის შუა პერიოდში განადგურებულა.

2006 წლიდან ვანის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით